пятница, 20 декабря 2013 г.

პროექტი ბიოლოგიაში

პროექტის სახელწოდება
,,იქნებ ვაზია სამშობლო’’
პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2
   წინადადებით
მოსწავლეებმა შეისწავლონ ვაზის უნიკალური ჯიშები,მათი გავრცელება და განვითარების თავისებურებები
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები ეცნობიან ქართულ კერძოდ - გურულ მარანს, მის აღჭურვილობას. ვაზის ნაყოფის-ყურძნისაგან მისაღები პროდუქტის ღვინის ,ბადაგისა და არაყის დამზადების მამა-პაპისეულ მეთოდს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, ინფორმაციის ორგანიზების, ვაზის მოვლის  და ღვინის დამზადების უნარები.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა შეიყვარონ ვაზი,  მიწა, სოფელი.
დაეუფლოს ვაზის აგროტექნიკურ თავისებურებებს.
მონაწილეთა ასაკი
IX-X კლასი
ვადები/ხანგძლივობა
6-7თვე
მოსალოდნები შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
სიყვარული ვაზისა და სოფლისა. პრეზენტაციები, ანგარიშები, ღვინო, ფოტომასალა
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
ნაკვეთი ვაზის გასაშენებლად, უნიკალური ვაზის ნერგები. ვაზის სასხლავი, სასოფლო -სამეურნეო  იარაღები. შხამქიმიკატები. ლიტერატურა "საქართველოს ამპელოგრაფია"
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები იყოფა 2ჯგუფად
თითოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას 
1.ვაზის გასხვლა ფორმირება
2.ცის გახსნა, მწვანე ოპერაციები
3.წამლობა,ვაზის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა
4.ღვინის დამზადების ტექნოლოგია
    ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ მოსწავლეები ახდენენ ინფორმაციის ორგანიზებას,კერძოთ პრეზენტაციას.
პრეზენტაციის შემდეგ თითეული ჯგუფისათვის გამოიყოფა სამუშაო ნაკვეთი სასკოლო ფართობიდან, სადაც გაშენებულია ვაზი.
ჯგუფები მუშაობენ ;
1.ვაზის გასხვლაზე და ნიდაგის მომზადებაზე
2.ცის გახსნა, მწვანე ოპერაციები
3.წამლობა,ვაზის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა.
თითოეული დავალების შესრულებისას ჯგუფები იღებენ ფოტოებს საქმიანობების და შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ანგარიშს.
შემოდგომაზე იღებენ თავიანთი ფართობიდან  მოსავალს და უკვე გაცნობილი ტექნოლოოგის მიხედვით წურავენ ყურძენს.
იღებენ ფოტომასალას, თუ როგორ ხდება
ღვინის დაწმენდა (დაღვინება) თანდათანობით.
ფოტომასალის საფუძველზე წარმოადგენენ პრეზენტაციას „ღვინო კვების ერთეული"
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მაგდა მგალობლიშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
პროექტის ვებ -გვერდი/ ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий